საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება
განცხადებები 24 ივნისი 2022
საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 7 ივნისის N1641-VIIIმს-Xმპ დადგენილების საფუძველზე შექმნილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისია საქართველოს პარლამენტის სახელით აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების აუდიტის თაობაზე.
საკონკურსო კომისია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს ოთხ ყველაზე მსხვილ აუდიტორულ ფირმას: "KPMG"-ს, "Deloitte Touche Tohmatsu"-ს, "Ernst & Young"-ს, "PriceWaterhouseCoopers"-ს.
- მომსახურება უნდა განხორციელდეს კონკურსში გამარჯვებულსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად და აუდიტი დასრულებული უნდა იქნეს არა უგვიანეს შესაბამისი წლის 15 აპრილისა;
- აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აუდიტორულმა ფირმამ აუდიტის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით;
- ქართულ ენაზე შედგენილი განაცხადებისა და საკონკურსო წინადადებების მიღება დაიწყება 2022 წლის 1 სექტემბრის 10 საათიდან და დამთავრდება 2022 წლის 9 სექტემბრის 18:00 საათზე;
- განაცხადები და საკონკურსო წინადადებები მიიღება ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, 0118, რუსთაველის გამზ. 8, ტელ: +995 322 28 13 15; კონკურსში მონაწილეობის მსურველ დაინტერესებულ პრეტენდენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატში (ზემოაღნიშნულ მისამართზე) სამუშაო დღეებში (10 საათიდან 18 საათამდე): ტელ: +995 322 28 13 15; საკონტაქტო პირი: ირინა ლომია; ელ.ფოსტა: [email protected], რაულ გოგსაძე [email protected];
- კონკურსში გამოვლენილი იქნება ერთი გამარჯვებული;