საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ გერმანიის ბუნდესთაგის აპარატის უფროსს მიხაილ შეფერს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის და გერმანიის ბუნდესთაგის აპარატის უფროსებს შორის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სასახლეში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო ღონისძიებები განიხილეს.
მსჯელობის საგანი იყო, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელისა და ბუნდესტაგის აპარატთან რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა კოლეგას ახლადგახსნილი - მოქალაქეთა მისაღები და ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერებინა.
სივრცეები, საუკეთესო თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებული გერმანული გამოცდილებისა და მოდელების გამოყენებით არის შექმნილი.
საქართველოს პარლამენტის აპარატს მრავალწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობა აქვს გერმანიის ბუნდესტაგის აპარატთან.
ბუნდესტაგის აპარატი ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის აქტიური მხარდამჭერი და პარტნიორია.
მიხაილ შეფერი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის/აღმოსავლეთ პარტნიორების წევრი ქვეყნების აპარატის უფროსების ქსელის თავმჯდომარის ქეთევან კვინიკაძის მიერ გერმანიის ბუნდესთაგში ნოემბრის თვეში განხორციელებული ვიზიტის დროს მოწვეული იქნა საპასუხო ვიზიტით.
აღმოსავლეთ პარტნიორების წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.