საქართველოს პარლამენტი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ძველ ვერსიაზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

საქართველოს პარლამენტის ბიუროსა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თავმჯდომარე 23 იანვარი 2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროსა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22-23 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის ბიუროს წევრების მონაწილეობით გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა და დისკუსია გაიმართა.

მსჯელობისას აქცენტი გაკეთდა ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების საკითხებზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე გენდერული თანასწორობის მიმართულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და არსებულ საერთაშორისო მექანიზმებზე.

„გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპის განმტკიცება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს აძლიერებს პარლამენტს და მის შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ამ კუთხით არსებობს ბევრი გამოწვევა, თუმცა მიღწევაც ბევრი გვაქვს. მათ შორის, ადგილობრივმა თვითთმმართველობის არჩევნებმაც აჩვენა, რომ გენდერული კვოტირება წარმატებით მუშაობს. დღეს გვყავს საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული 441 ქალი, ამ კუთხით კი მნიშვნელოვანია რომ მეტად პროპორციული წესის შემოღებამ ადგილობრივ დონეზე ქალთა მონაწილეობის გაზრდა გამოიწვია“,  - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს და ხაზი გაუსვა თანასწორობის მიღწევის ძალისხმევაში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს განსაკუთრებულ როლსა და მუშაობას.

„თავად ის ფაქტი, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებულ საკითხებს ექნება პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერა და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით მაქსიმალურად ავამაღლოთ სტანდარტები, უკვე დამატებითი ნაბიჯია. მიხარია, რომ დღევანდელი შეხვედრა შედგა. დღეს შეხვედრაზე მყოფი პარლამენტის ყველა წევრი არის აზრის ლიდერი და პროფესიონალი დარგობრივი მიმართულებით. ამ შეხვედრის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ მათთან ერთად განგვეხილა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით არსებული ყველა თანამედროვე ტენდენცია და ჩვენ მიერ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებები“, - აღნიშნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

შეხვედრები ორგანიზებული იყო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდისა (GGF) და შვედეთის სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ ტალიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა
20 მაისი 2022

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ ტალიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

მსგავსი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების საკითხებზე იმსჯელეს

პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს
20 მაისი 2022

პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტს სიტყვით მიმართა
20 მაისი 2022

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტს სიტყვით მიმართა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდნენ
20 მაისი 2022

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R