საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო
განცხადებები 15 იანვარი 2023
საქართველოს პარლამენტის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველის, საქართველოს პარლამენტის უხუცესი წევრის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.
მისი პერსონაჟების და სიმღერების მიმართ სიყვარულს ქართველი ხალხი უკვე ათწლეულები ატარებს და ეს სიყვარული კიდევ ბევრი ათწლეული გაგვითბობს გულს.
თანავუგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს.