საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო
განცხადებები 24 იანვარი 2023
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო.
მისი დამსახურება ფასდაუდებელია ამ დარგების განვითარებისთვის. იგი იყო 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი. ქართული საზოგადოებისათვის მისი დაკარგვა დიდი დანაკლისია.
თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას.