საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს
თავმჯდომარე 25 იანვარი 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა, სადაც 26 იანვარს დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
დელეგაციაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.