საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გახსნა

თავმჯდომარე 19 მაისი 2022
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გახსნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გახსნა.


„დღეს, გერმანიის ელჩთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა ბოლნისის კულტურის ცენტრი, რომელიც გერმანიის მთავრობასთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ იქნა აღდგენილი. როგორც იცით, ბოლნისი გახლდათ გერმანელების დასახლება და აქ შემორჩენილია ის ტრადიციული არქიტექტურა, რომელიც გერმანულ კულტურას ახასიათებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის თქმით, კულტურის ცენტრი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი.


„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ბოლნისის კულტურის ცენტრი გავხსენით. კულტურის ცენტრი გერმანული დასახლების - კატერინენფელდის გამგეობის ძველ შენობაში მდებარეობს. შენობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის და „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ თანამშრომლობის შედეგად, გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით განახლდა. მოხარული ვარ, რომ კულტურის ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივი საზოგადოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ეკლესიისთვის, ღონისძიებების ჩასატარებლად. ყველას ვუსურვებ წარმატებას ამ სივრცის გამოყენების კუთხით. იმედი მაქვს, რომ ეს ადგილი ბოლნისის საზოგადოების ნამდვილი ცენტრი გახდება“, - აღნიშნა ელჩმა.


ღონისძიებას დეპუტატები - გიორგი ამილახვარი, სოზარ სუბარი, მიხეილ სარჯველაძე, გოგი მეშველიანი, ხათუნა კვიციანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
10 აგვისტო 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

მსგავსი

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ
10 აგვისტო 2022

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
09 აგვისტო 2022

ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
09 აგვისტო 2022

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

გივი მიქანაძე სომხეთში ახალგაზრდების მიერ დაწყებულ სამეწარმეო საქმიანობას გაეცნო
09 აგვისტო 2022

გივი მიქანაძე სომხეთში ახალგაზრდების მიერ დაწყებულ სამეწარმეო საქმიანობას გაეცნო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R