საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

საქართველოს პარლამენტმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილეს, ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორს, მირიანა სპოლიარიჩ ეგერს უმასპინძლა

აპარატი 08 აპრილი 2022
საქართველოს პარლამენტმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილეს, ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორს, მირიანა სპოლიარიჩ ეგერს უმასპინძლა

პარლამენტში საქართველოში ვიზიტით მყოფ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილეს, ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორს, მირიანა სპოლიარიჩ ეგერს უმასპინძლეს. 

 

სტუმარს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა და პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ პარლამენტის სასახლე დაათვალიერებინეს და მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით  განხორციელებული საქმიანობების შესახებ. 

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო უნივერსალური დიზაინის პრინციპებით გვემოქმედა და პარლამენტის ადაპტირება მომხდარიყო ყველა კატეგორიისა და საჭიროების მქონე შშმ პირებისათვის, რომ მათ ჰქონოდათ წვდომა როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე ინფორმაციაზე. მიუხედავად ამისა,  ვფიქრობთ, ამ მხრივ, დღესაც საჭიროა ჩვენი მუშაობის გაძლიერება და დღესაც ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც უკვე საქართველოს პარლამენტის აპარატი შეიმუშავებს და ეს იქნება ერთ-ერთი მაგალითი, თუ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა როგორ უნდა განახორციელონ მისაწვდომობა უნივერსალური დიზაინის დაცვის პრინციპებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე ჩვენ შშმ პირთა თემთან კოორდინაციით ვმუშაობთ და პროცესიც იმართება შესაბამისად“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

რატი იონათამიშვილმა და ქეთევან კვინიკაძემ მირიანა სპოლიარიჩ ეგერს შენობის ადაპტაციის, შშმ პირებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაძლიერების და საქართველოს პარლამენტის თანამშრომელთა შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე მიაწოდეს ინფორმაცია. სტუმარმა დაათვალიერა ადაპტირების გეგმის ფარგლებში დამონტაჟებული ელექტრო ამწე პლატფორმები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის მოწყობილი ტაქტიკური ბილიკები და საფეხურები. გაეცნო ინფორმაციას პარლამენტის ვებგვერდის სრულად ადაპტირების  და თანამშრომელთა იმ სპეციალური უნარების შესახებ, რომელიც პარლამენტის თანამშრომელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის დროს სრულყოფილი სერვისის განსახორციელებლად ჭირდება.

 

„ძალიან დიდი შრომა აქვს გაღებული საქართველოს პარლამენტს პარლამენტის შენობის ადაპტაციასთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ რთული იყო, რადგან საუბარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე და შესაბამისად, დამატებით რესურსებს ითვალისწინებდა ეს სამუშაოები. გვეამაყება მიღწეული შედეგები.  აღსანიშნავია ახალი ვებგვერდი, რომელიც სრულად ადაპტირებულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულობის კუთხით. ვებგვერდი მრავალ დისტანციურ სერვისს ითვალისწინებს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს დისტანციურადაც ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში“, - განაცხადა ქეთევან კვინიკაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
01 ივლისი 2022

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
01 ივლისი 2022

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა
01 ივლისი 2022

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა

30 ივნისი 2022

საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის განცხადება

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა
30 ივნისი 2022

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R