საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თავმჯდომარე 17 ნოემბერი 2022
საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დღეს ხელი მოეწერა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.


საქართველოს პარლამენტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მხრიდან კი - მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ სისაკ გაბრიელიანმა.


ელისო ბოლქვაძის შეფასებით, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო ახალ დონეზე აიყვანს ორ კომიტეტს შორის საპარლამენტო თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს კულტურული კავშირების გაღრმავებას, რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას და სამშვიდობო პროცესების გააქტიურებას.


„კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის გაფორმებაც პირველად მოხდა, იქნება ახალი ეტაპის დასაწყისი ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ურთიერთობაში და იგი ბიძგს მისცემს საპარლამენტო კავშირების გაძლიერებას. დასახული გვაქვს საინტერესო, კონკრეტული გეგმები, რომლებსაც ერთობლივად განვახორციელებთ. მათ შორისაა, კომიტეტების ერთობლივი სხდომების ჩატარება როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, კულტურის დღეების მოწყობა, სხვა აქტივობები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ხალხებს შორის კულტურის სფეროში კავშირების გააქტიურებას. მნიშვნელოვანია, რომ კულტურულ ურთიერთობებს განსაკუთრებული როლი აკისრია სამშვიდობო პროცესებში და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონში მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისათვის“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.


საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს
12 ივლისი 2025

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს

მსგავსი

გიორგი გაბუნია „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალის“ ფარგლებში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
11 ივლისი 2025

გიორგი გაბუნია „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალის“ ფარგლებში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის წევრებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე შეხვედრა გამართეს
11 ივლისი 2025

პარლამენტის წევრებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე შეხვედრა გამართეს

გიორგი გაბუნია ჩინეთში „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალში“ მონაწილეობს
10 ივლისი 2025

გიორგი გაბუნია ჩინეთში „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალში“ მონაწილეობს

რატი იონათამიშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2025

რატი იონათამიშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R