საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე იმსჯელა

ზედამხედველობა - ახალი ამბები 09 ნოემბერი 2021
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2 ანგარიში მოისმინეს.


აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამისი სიპებით - ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.


ჯგუფის წევრები გაეცნენ იმ მიგნებებს, რეკომენდაციებს და შენიშვნებს, რაც ანგარიშების ფარგლებში იქნა გამოკვეთილი.


ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა სოფიო დვალიშვილმა გააცნო და განმარტა, რომ აუდიტი შეეხო პრევენცია - მზადყოფნის ღონისძიებებს და აუდიტის მიზანს წარამოადგენდა შეფასება, თუ რამდენად უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისთვის დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები.


აუდიტი სამი მიმართულებით განხორციელდა, ტყის ხანძრების პრევენციისთვის განხორციელებული ღონისძიებები, ტყის ხანძრების მზადყოფნის ღონისძიებები და საკანონმდებლო ხარვეზები. ანგარიშის ფარგლებში აუდიტის სამსახურის მიერ 6 რეკომენდაცია იქნა გაცემული.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა ასევე განიხილა ხე-ტყის კომერციული და სოციალური მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში და იმ რეკომენდაციებზე იმსჯელა, რომელიც ანგარიშის ფარგლებში იქნა გაცემული.


მომხსენებელმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა განმარტა, რომ აუდიტის შესწავლის საგანს წარმოადგენდა წინა აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა და გაიცა 6 რეკომენდაცია.


ჯგუფის სხდომაზე თითოეული რეკომენდაციის ირგვლივ დეტალური მსჯელობა გაიმართა და განხორციელებული აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა ჯგუფს გააცნეს მოსაზრებები წარმოდგენილ რეკომენდაციებზე. ისაუბრეს ყველა იმ გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც რეკომენდაციების შესრულებისთვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. აღინიშნა, რომ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებობს პოზიტიური დინამიკა და მათი უმრავლესობა შესრულებულია.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ 2021 წელს განხილულია 30-ზე მეტი ობიექტის 20 ანგარიში და ჯამში გაცემულია 125-ზე მეტი რეკომენდაცია.


რეკომენდაციებთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურის და საპარლამენტო ზედამხედველობა განხორციელდება.


„ჩვენი მთავარი მიზანი არ არის წარმოდგენილი ანგარიშების მხოლოდ ზოგადი განხილვა. ჩვენი მიზანია, ის რეკომენდაციები, რომელიც გაცემულია აუდიტის სამსახურის მიერ, იყოს შესრულებული და თუ არ სრულდება, გავარკვიოთ რა არის ამის მიზეზი და დავსახოთ შესაბამისი გეგმები“, - განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა პაატა კვიჟინაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ელისო ბოლქვაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ქუთაისის მერს შეხვდა
03 ივლისი 2022

ელისო ბოლქვაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ქუთაისის მერს შეხვდა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე: „მე მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“
03 ივლისი 2022

ნიკოლოზ სამხარაძე: „მე მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა
03 ივლისი 2022

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
02 ივლისი 2022

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
01 ივლისი 2022

გიორგი ხელაშვილმა ბუენოს-აირესის პარლამენტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R