საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სანებართვო საქმიანობის სახეები ონლაინ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებაზე ახლებურად დარეგულირდება

მედია და საზოგადოება 30 ნოემბერი 2022
სანებართვო საქმიანობის სახეები ონლაინ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებაზე ახლებურად დარეგულირდება

ევროპასთან ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა, ერთობლივ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილეს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.


საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი დაარეგულირებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, დაადგენს სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს, სანებართვო პირობებსა და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებზე. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად:

  • ონლაინ თამაშობები დაშვებული იქნება ცალკე/დამოუკიდებელი ნებართვის საფუძველზე;
  • შემოდის ახალი ნებართვების სახეობები: სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა.
  •  კანონპროექტის თანახმად, ონლაინ თამაშობების ნებართვა გაიცემა იმ პირებზე, ვინც ფლობს შესაბამისი თამაშობის ფიზიკურად მოწყობის ნებართვას. კერძოდ:
  • სამორინეს ნებართვის მფლობელზე გაიცემა ონლაინ სამორინეს ორგანიზების ნებართვა;
  • სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელზე გაიცემა ონლაინ სათამაშო აპარატების ორგანიზების ნებართვა;
  •  ტოტალიზატორის ნებართვის მფლობელზე გაიცემა ონლაინ ტოტალიზატორის ორგანიზების ნებართვა.

ცვლილებებით, ონლაინ სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მოქმედების ვადა დამოკიდებული იქნება შესაბამისი ფიზიკური ობიექტის ნებართვის ვადაზე.


წესდება საჯარიმო სანქციები ამ საქმიანობების სანებართვო პირობების და წლიური მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე, კერძოდ: სანებართვო პირობების დარღვევისთვის - 50 000 ლარი და მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის - 20 000 ლარი.


კანონპროექტით იკრძალება საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა.


აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორები, რომლებიც ცვლილებების ამოქმედებამდე ახორციელებენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების მოწყობას, ვალდებულნი იქნებიან 2023 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ შესაბამისი ნებართვების შეცვლილ/დამატებულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობმა პირმა 2023 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის გათვალისწინებული ნებართვის აღება.


საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად.


კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე იმსჯელა
27 სექტემბერი 2023

გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე იმსჯელა

მსგავსი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
27 სექტემბერი 2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
27 სექტემბერი 2023

 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ წევრებმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს
27 სექტემბერი 2023

პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ წევრებმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს

გივი მიქანაძე და ვლადიმერ კახაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრნენ
27 სექტემბერი 2023

გივი მიქანაძე და ვლადიმერ კახაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R