საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა

მეგობრობის ჯგუფები 01 ივლისი 2022
საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა

საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ დედაქალაქს, ქალაქ ნაფპლიონს ეწვივნენ.

 

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დავით დონდუასთან ერთად, სამხედრო აკადემიის მუზეუმში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნეს.

 

გამოფენის გახსნას დედაქალაქის მერი, დიმიტრიოს კოსტოუროსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ქალაქის ცენტრში მდებარე ქართველი მოქანდაკის, გიორგი გოგუას მიერ შექმნილი დიასპორის მონუმენტი ყვავილებით შეამკეს.

 

მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია დაძმობილებულ ქალაქებს, ნაფპლიონსა და ფოთს შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივ პროექტებზე მუშაობა.

 

ქალაქის მერი მიესალმა ქართული დელეგაციის ვიზიტს და გამოთქვა მზაობა ფოთთან აქტიური თანამშრომლობისათვის.

 

ვიზიტის ფარგლებში ქართველმა დეპუტატებმა შეხვედრა გამართეს ქალაქ ნაფპლიონში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

 

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის ოფიციალური ვიზიტი საბერძნეთში 30 ივნისს დასრულდა, შედიოდნენ საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
10 აგვისტო 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

მსგავსი

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ
10 აგვისტო 2022

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
09 აგვისტო 2022

ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
09 აგვისტო 2022

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

გივი მიქანაძე სომხეთში ახალგაზრდების მიერ დაწყებულ სამეწარმეო საქმიანობას გაეცნო
09 აგვისტო 2022

გივი მიქანაძე სომხეთში ახალგაზრდების მიერ დაწყებულ სამეწარმეო საქმიანობას გაეცნო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R