საქართველოს პარლამენტი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ძველ ვერსიაზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციებს გამართავენ

თავმჯდომარე 24 იანვარი 2022
საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციებს გამართავენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში.

მისი განცხადებით, მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო კომუნიკაცია აქვს დასავლელ პარტნიორებთან და მოქმედებს აღნიშნული კომუნიკაციის შესაბამისად.

„მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, საქართველოს პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერად საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ერთობლივ რეზოლუციას შეიმუშავებს.

საგარეო ურთიერობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლიზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ერთ რეზოლუციაზე უკვე მუშაობს, რომელიც ნატო-ს ეხება და უკვე დაგზავნილია ყველა ფრაქციაში.

„ამ რეზოლუციის შინაარსის სულისკვეთებაზე ვთანხმდებით. ხვალ მივემგზავრებით ბრიუსელში, ნატოში გვექნება შეხვედრები, გვინდა, რომ იქაც კონსულტაციები გავმართოთ ჩვენს პარტნიორებთან. ამ რეზოლუციას უახლოეს მომავალში დავაინიცირებთ. რაც შეეხება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, საჭიროა განვსაზღვროთ, რა ფორმით გვსურს მისი მიღება და ეს, ჩემი აზრით, ფრაქციებს შორის კონსულტაციის საკითხი უნდა იყოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რეზოლუციასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ჯგუფებში ასეთ საკითხთან მიმართებაში ერთსულოვნება იყოს.

„მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია საქართველოს პარლამენტში იყოს ერთხმად მიღებული, ის რაც ხდება უკრაინაში, პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებას“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის შემუშავებას კოორდინირებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გაუწევს.

შალვა პაპუაშვილმა პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა. „მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში შეგხვდეთ და ჩავერთო ამ პროცესში“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების საკითხებზე იმსჯელეს
20 მაისი 2022

მსგავსი

პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს
20 მაისი 2022

პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტს სიტყვით მიმართა
20 მაისი 2022

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტს სიტყვით მიმართა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდნენ
20 მაისი 2022

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდნენ

მაია ბითაძე: საკანონმდებლო პაკეტით დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის სრულყოფილად განხორციელებისათვის აუცილებელი საკითხები დარეგულირდება
20 მაისი 2022

მაია ბითაძე: საკანონმდებლო პაკეტით დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის სრულყოფილად განხორციელებისათვის აუცილებელი საკითხები დარეგულირდება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R