საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესპანეთის სამეფოს კონგრესის ქვედა პალატის დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობა 06 ივლისი 2022
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესპანეთის სამეფოს კონგრესის ქვედა პალატის დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესპანეთის სამეფოს კონგრესის (ქვედა პალატის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაუ მარი-კლოსეს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

 

მხარეებმა საქართველო-ესპანეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრაზე საუბრის თემას საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება წარმოადგენდა. ხაზი გაესვა ამ პროცესში ესპანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 

„ესპანელ კოლეგებთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ბევრ საკითხზე, მათ შორის, საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ამ პროცესში ესპანეთის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეხვედრისას შევეხეთ ყველა იმ თემას, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.

 

შეხვედრაში, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ირაკლი ჩიქოვანი და მარიამ ლაშხი მონაწილეობდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო დელეგაცია ირლანდიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა
01 აპრილი 2023

საპარლამენტო დელეგაცია ირლანდიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

მსგავსი

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა
31 მარტი 2023

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის გამართულმა საგაზაფხულო აკადემიამ მუშაობა დაასრულა
31 მარტი 2023

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის გამართულმა საგაზაფხულო აკადემიამ მუშაობა დაასრულა

ირლანდიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა
31 მარტი 2023

ირლანდიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა

პარლამენტის დელეგაცია ირლანდიის ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრებს შეხვდა
31 მარტი 2023

პარლამენტის დელეგაცია ირლანდიის ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R