საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

უმრავლესობა 18 მაისი 2023
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც განხილვის თემას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი წარმოადგენდა.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტი ვენეციის კომისიას უკვე მეორედ გადაეგზავნა.


„დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტი ვენეციის კომისიაში ჩვენ უკვე მეორედ გავგზავნეთ. თავიდან გაიგზავნა უკრაინული კანონის ასლი, ამის შემდეგ, მათგან მივიღეთ 6 საკვანძო რეკომენდაცია, რომელიც გავითვალისწინეთ, ავსახეთ პროექტში და კიდევ ერთხელ გაეგზავნა ვენეციის კომისიას. ახლა უკვე ვენეციის კომისიიდან ველოდებით საბოლოო დასკვნას, რომელიც სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში ჩამოვა და ივნისის ბოლოს უკვე გვექნება ამ კანონის საბოლოოდ დამტკიცების საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, შეხვედრისას საუბარი იყო სისტემურ და პერსონალურ მიდგომებთან დაკავშირებით.


​„ჩვენ ნათლად განვმარტეთ, რომ სისტემური მიდგომა მნიშვნელოვანია. ჩვენ ისედაც მივყვებით სისტემურ მიდგომას და ამ მიმართულებით გვაქვს დიდი პროგრესი, თუმცა, როგორც ევროკომისიის 12 პუნქტიდან ირკვევა - ეს არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ დავამტკიცოთ კანონი პერსონალური მიდგომის მიხედვით. ეს იქნება შემავსებელი კანონი. ამაზე მსჯელობას გავაგრძელებთ. დაველოდებით კიდევ ერთხელ დასკვნას და ამის შესაბამისად, ივნისის ბოლომდე მივიღებთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე იმსჯელა
27 სექტემბერი 2023

გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე იმსჯელა

მსგავსი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
27 სექტემბერი 2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
27 სექტემბერი 2023

 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ წევრებმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს
27 სექტემბერი 2023

პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ წევრებმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს

გივი მიქანაძე და ვლადიმერ კახაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრნენ
27 სექტემბერი 2023

გივი მიქანაძე და ვლადიმერ კახაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R