საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მედია და საზოგადოება 12 მაისი 2021
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

პარლამენტის წევრები Covid 19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართულობას განაგრძობენ.

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ოცამდე წარმომადგენელი შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა - „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყნა საბოლოოდ გაიხსნას როგორც ბიზნესებისთვის, ასევე სასწავლო დაწესებულებებისთვის და ტურიზმისთვის. 

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ საკუთარი თავის ჯანმრთელობა, ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობა და ასევე, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების რიტმის დაბრუნება. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის სამოცი პროცენტი აცრილი იყოს.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა გამოხატოს ნება და მზაობა იმისთვის, რომ დაცულობის ხარისხი, რის შესაძლებლობასაც ვაქცინაცია იძლევა, გამოყენებული იყოს.

„დღეს, ვერთვებით ვაქცინაციის კამპანიაში. ვაქცინა არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ახლობლები და მთლიანად ქვეყანა ამ მძიმე ვირუსისგან. ყველას მოვუწოდებ, რომ გაიკეთოს ვაქცინა, იყოს დაცული და მოუფრთხილდეს როგორც საკუთარ ოჯახს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც აქვს შეხება“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია თითოეულ მოქალაქემდე უნდა იქნას მიტანილი.

„ყველა ჩვენგანმა, ვისაც კი შეგვიძლია, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ იმაში, რომ დავარწმუნოთ მოსახლეობა, თუ რამდენად აუცილებელი და საჭიროა ვაქცინაცია და ვეცადოთ დავამსხვრიოთ ის მითები და ე.წ ფეიკ ნიუსები, რომელიც ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში, მოსახლეობაში და შიშს თესავს“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნინო წილოსანი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას გავაცნოთ სახელმწიფო პროგრამები და გავუწიოთ ინდივიდუალური კონსულტაციები
30 მარტი 2023

ნინო წილოსანი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას გავაცნოთ სახელმწიფო პროგრამები და გავუწიოთ ინდივიდუალური კონსულტაციები

მსგავსი

კულტურის კომიტეტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
30 მარტი 2023

კულტურის კომიტეტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტებზე იმსჯელა
30 მარტი 2023

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტებზე იმსჯელა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სპორტში შრომითი უფლებებისა და ხელშეკრულებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა
30 მარტი 2023

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სპორტში შრომითი უფლებებისა და ხელშეკრულებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს მოუსმინა
30 მარტი 2023

ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს მოუსმინა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R