საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი - ე.წ.“MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით პარლამენტის განცხადება მოვამზადეთ, რომელშიც ჩვენი შეფასებებია მოცემული

მედია და საზოგადოება 13 მაისი 2025
შალვა პაპუაშვილი - ე.წ.“MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით პარლამენტის განცხადება მოვამზადეთ, რომელშიც ჩვენი შეფასებებია მოცემული

„დღეს საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრის განცხადება, წერილი აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც მათ შორის ეხება „მეგობარი აქტის“ საკითხსაც. ამავე დროს, პარლამენტში ყველა ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით, მოვამზადეთ პარლამენტის განცხადება, რომელიც შეეხება ე.წ. „მეგობარ აქტს“, სადაც მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.


მისივე თქმით, განცხადება ინიციირებულია პარლამენტის ყველა ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის მიერ ერთობლივად.


„განცხადება სრულიად პარლამენტის სახელითაა ინიციირებული და ის გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს. ამ საკითხზე მომხსენებელი მე ვიქნები. განხილვები შედგება როგორც კომიტეტში, ასევე პლენარულ სხდომაზე.
მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ.მეგობარი აქტი, რომელსაც თავად შეუცვალეს სახელი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი იყო, გარდა მეგობრობისა, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავის არსით არის იმ რეალობის ამოყირავება, რაც სინამდვილეში საქართველოშია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, ყველას ვაჩვენოთ როგორია რეალობა არგუმენტებსა და მყარ ფაქტებზე დაყრდნობით, ასევე გავაკეთოთ შეფასება, რადგან ეს ეწინააღმდეგება მეგობრობის ყოველგვარ გაგებას, რაც ჩვენ ვნახეთ წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ.მეგობარი აქტის სახით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო
15 ივლისი 2025

შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს
12 ივლისი 2025

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს

გიორგი გაბუნია „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალის“ ფარგლებში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
11 ივლისი 2025

გიორგი გაბუნია „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალის“ ფარგლებში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის წევრებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე შეხვედრა გამართეს
11 ივლისი 2025

პარლამენტის წევრებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე შეხვედრა გამართეს

გიორგი გაბუნია ჩინეთში „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალში“ მონაწილეობს
10 ივლისი 2025

გიორგი გაბუნია ჩინეთში „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალში“ მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R