საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა

თავმჯდომარე 07 დეკემბერი 2022
შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტებსა და პარლამენტის წევრებს შეხვდა.


მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზებსა და საპარლამენტო კავშირების გააქტიურებაზე.


შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ლუქსემბურგთან, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ ქვეყანასთან, ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლუქსემბურგელ კოლეგებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესი გააცნო.


ლუქსემბურგის მხარემ გამოხატა საქართველოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზაობა და აღნიშნა, რომ ლუქსემბურგი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირის წევრობის გზაზე.


შეხვედრაზე მხარეები ასევე შეეხნენ სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, აგრეთვე, საქართველოს მზარდ სატრანზიტო როლსა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.


​საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დეპუტატები, მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა
31 მარტი 2023

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა

მსგავსი

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის გამართულმა საგაზაფხულო აკადემიამ მუშაობა დაასრულა
31 მარტი 2023

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის გამართულმა საგაზაფხულო აკადემიამ მუშაობა დაასრულა

ირლანდიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა
31 მარტი 2023

ირლანდიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა

პარლამენტის დელეგაცია ირლანდიის ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრებს შეხვდა
31 მარტი 2023

პარლამენტის დელეგაცია ირლანდიის ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრებს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი: „მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან, რომ მისი საქმიანობა იყოს ღია და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განპირობებული“
31 მარტი 2023

შალვა პაპუაშვილი: „მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან, რომ მისი საქმიანობა იყოს ღია და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განპირობებული“

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R