საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

თავმჯდომარე 17 მაისი 2022
შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

„დღეს, როდესაც ნორვეგიულ-ქართული პოლიფონიით შესრულებული საქართველოსა და ნორვეგიის სახელმწიფო ჰიმნები მოვისმინეთ, დავინახეთ, თუ რამდენად ევროპულია საქართველო და რამდენად ქართულია ევროპა,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღების დღე მიულოცა და განაცხადა, რომ 1814 წელს მიღებულმა კონსტიტუციამ ნორვეგიის ახალი სახელმწიფო შექმნა, რომლისგანაც მაგალითს ბევრი ქვეყანა იღებს.


პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, საქართველო და ნორვეგია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ.


შალვა პაპუაშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.


„30 წლის განმავლობაში, საქართველო მუდმივად გრძნობდა ნორვეგიის თანადგომას მისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. ნორვეგია გახლავთ სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი გულმხურვალე გულშემატკივარია და ამ მხრივ, მუდმივად ვგრძნობთ დახმარებას და ხელშეწყობას. ორმხრივ ურთიერთობებს გაძლიერების და გაღრმავების კიდევ დიდი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით, ეს შეეხება განათლების, კულტურის, ტურიზმის მიმართულებებს. მოხარული ვარ, რომ ივნისში მექნება შესაძლებლობა, ოფიციალური ვიზიტით ვეწვიო ნორვეგიას და ჩვენს კოლეგებთან ერთად განვიხილოთ ამ ურთიერთობების გაღრმავების საკითხები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


სიტყვით გამოსვლისას, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


მისი განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ევროპული ოჯახის წევრად იგრძნოს თავი.


„ის, რომ საქართველო ისწრაფვის, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, გულისხმობს იმას, რომ გვსურს ამ ოჯახში ისტორიული და კულტურული გამოცდილება შევიტანოთ. როდესაც მოვისმინეთ ნორვეგიის და საქართველოს ჰიმნი, რომელიც ნორვეგიულ-ქართული პოლიფონიით იქნა შესრულებული, გვაჩვენებს, ერთი მხრივ, თუ რამდენად ევროპულია საქართველო და რამდენად ქართულია ევროპა. დღეს, როდესაც უკრაინაში რუსული აგრესია მიმდინარეობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრად ვიგრძნოთ თავი, ვინაიდან ეს არის მშვიდობის და განვითარების ნავსაყუდელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში
24 ივნისი 2022

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში

მსგავსი

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა
24 ივნისი 2022

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა

შალვა პაპუაშვილი: „ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა
24 ივნისი 2022

შალვა პაპუაშვილი: „ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R