საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

თავმჯდომარე 24 ნოემბერი 2022
შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ავგუსტო სანტოს სილვას შეხვდა.


შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო-პორტუგალიის თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენება.


შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე სექტორული კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე.


შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და მოლოდინებზე.


ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პორტუგალიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე, ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.


პორტუგალიის და საქართველოს პარლამენტების თავმჯდომარეებმა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.


ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ პოლიტიკასა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ.


შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის მიერ პორტუგალიის რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში.


​საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გივი მიქანაძე გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
21 მაისი 2025

გივი მიქანაძე გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

მსგავსი

გივი მიქანაძემ გაერო-ში შეხვედრა გამართა
21 მაისი 2025

გივი მიქანაძემ გაერო-ში შეხვედრა გამართა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილა
20 მაისი 2025

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ზოგადი და პროფესიული განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა
20 მაისი 2025

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ზოგადი და პროფესიული განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა

გიორგი გაბუნიამ საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ დახურვის ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
20 მაისი 2025

გიორგი გაბუნიამ საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ დახურვის ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R