საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი: საჭიროა ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერების ყველა თაობაში შენარჩუნება, რათა ისტორიის ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს

მეგობრობის ჯგუფები 27 იანვარი 2023
შალვა პაპუაშვილი: საჭიროა ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერების ყველა თაობაში შენარჩუნება, რათა ისტორიის ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს

„კაცობრიობის წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს - ჰოლოკოსტს, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი მარადიული მოგონება თითოეული ჩვენგანის და მთელი მსოფლიოს პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.


პარლამენტის თავმჯდომარემ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას ანტისემიტიზმის საფრთხესა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება,
„მსოფლიო ისტორიის ეს ტრაგიკული თარიღი გვახსენებს ჰოლოკოსტის დროს ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს, გვაფიქრებს ანტისემიტიზმის საფრთხესა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე. ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, რათა დავფიქრდეთ წარსულის მაგალითებზე, წინ აღვუდგეთ შეუწყნარებლობას და დავიცვათ დღევანდელი და მომავალი მსოფლიო მსგავსი ბოროტებისა და სისასტიკისგან. სწორედ ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერების ყველა თაობაში შენარჩუნებაა საჭირო, რათა ისტორიის ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


როგორც მან განაცხადა, ქართველ და ებრაელ ხალხებს მეგობრობისა და მშვიდობიანი და ძმური თანაცხოვრების 26-საუკუნოვანი ისტორია გააჩნიათ. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმმა ფეხი ვერ მოიკიდა და ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს შეეძლოთ თავიანთი ტრადიციების, კულტურული და რელიგიური თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება. შალვა პაპუაშვილის თქმით, თითოეული მათგანი იყო საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.


ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში მოქმედი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საელჩოს, სახალხო დამცველის ოფისის და საქართველოში ებრაული თემის წარმომადგენლები, ასევე წმინდა საყდრის ნუნციო და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ესწრებოდნენ.


სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადმა და ისრაელის ქნესეთის წევრმა, ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დევიდ ბიტანმა.


ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადმა საქართველოს პარლამენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ინიციატივისა და გამართვისთვის მადლობა გადაუხადა და ჰოლოკოსტის, როგორც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენის შესახებ ისაუბრა.


„მინდა მადლობა მოგახსენოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობისთვის. თქვენ ოფიციალურად აღიარეთ ჰოლოკოსტი, როდესაც ეროვნულ კალენდარში შევიდა ეს დღე. 78 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საკონცენტრაციო ბანაკი გათავისუფლდა და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომ მოგვეკრიბა ყველანაირი მტკიცებულება და ჩაგვეტარებინა კვლევა იმისთვის, რომ ეს ადამიანები არასდროს არ ყოფილიყვნენ დავიწყებული და ყოველთვის ყოფილიყვნენ ჩვენს გონებაში“, - განაცხადა ჰადას ესტერ მეიცადმა.


„ვამაყობ, რომ მაქვს პრივილეგია აღვნიშნო ეს მნიშვნელოვანი დღე ჩვენს კარგ მეგობრებთან ერთად. ვამაყობ, რომ ვდგავარ აქ, როგორც ისრაელ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე. ისრაელის ქნესეთის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ლიდერობისთვის და პარლამენტში ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღით დაინტერესებისა და ინიციატივისთვის. ასევე მინდა მადლობა მოვახსენო ჩემს მეგობარსა და კოლეგას გივი მიქანაძეს, ამ ამაღელვებელ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევისთვის, რაც მნიშვნელოვანი გამოხატულებაა ისრაელ-საქართველოს ძლიერი კავშირების და ასევე კარგი ურთიერთობების ჩვენს პარლამენტებს შორის“, - განაცხადა დევიდ ბიტანმა.


ღონისძიების სტუმრებმა ჰოლოკოსტის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლები აანთეს.


საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს მეორედ გაიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 5 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
24 მარტი 2023

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 5 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
23 მარტი 2023

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
23 მარტი 2023

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
23 მარტი 2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
23 მარტი 2023

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R