საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი - თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სამ ძირითად სვეტზე დგას, ესაა თავისუფლება, თანასწორობა და მართლწესრიგი. პოლიციელთა საქმიანობა სამივე მათგანის დაცვას ემსახურება

თავმჯდომარე 31 მაისი 2025
შალვა პაპუაშვილი - თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სამ ძირითად სვეტზე დგას, ესაა თავისუფლება, თანასწორობა და მართლწესრიგი. პოლიციელთა საქმიანობა სამივე მათგანის დაცვას ემსახურება

„გილოცავთ პოლიციელთა პროფესიულ დღეს.
დღევანდელი დღე იმ უდიდეს პასუხისმგებლობას გვახსენებს, რომელიც პოლიციელებს ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების წინაშე აკისრიათ”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიციელების როლი და ფუნქცია გადამწყვეტია უსაფრთხო გარემოსა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში.


„თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სამ ძირითად სვეტზე დგას, ესაა თავისუფლება, თანასწორობა და მართლწესრიგი. პოლიციელთა საქმიანობა სამივე მათგანის დაცვას ემსახურება. უკანასკნელ პერიოდში თქვენ მოგიწიათ განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა, მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა, რათა დაგეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხო გარემო.
შიდა თუ გარე რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ, რომ ძალადობრივი დემონსტრაციები წესად და ნორმად ექციათ, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ. თქვენ კვლავ დაამტკიცეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმების ფონზე, მაქსიმალური მოთმინებით, დაკისრებული მოვალეობები საუკეთესოდ შეასრულეთ და პროცესებიც სათანადოდ მართეთ.
ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი
პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს. ის, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, დემოკრატიის მტერია”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, ძალადობის დროს, სახელმწიფოს არამხოლოდ მოქმედების უფლება აქვს, არამედ - ვალდებულება.

„თქვენ სახელმწიფოს ეს ვალდებულება პირნათლად შეასრულეთ, წარმატებით გაუმკლავდით საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას და ღირსეულად დაიცავით საქართველოს სუვერენიტეტი.
თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში რისკავთ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რათა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ. თქვენი საქმიანობა დაუღალავ შრომას, მოთმინებას, სიმამაცესა და თავდადებას გულისხმობს. ეს ის ძალისხმევაა, რომელიც ხშირად უხილავია, თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანი და ღირებული. მინდა გავიხსენო და პატივი მივაგო იმ პოლიციელების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მშვიდი გარემოს შექმნას. მათი სიმამაცე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით ყველა პოლიციელს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სიყვარულისთვის, თავდადებისთვისა და პროფესიონალიზმისთვის.


„გიდასტურებთ პატივისცემასა და მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა, ხოლო ჩვენი სამართალდამცავები ყოველთვის იყვნენ სათანადოდ აღჭურვილები, მომზადებულები და დაფასებულები დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებათა პრინციპების შესაბამისად.
ამ დღეს მსურს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პოლიციელების ოჯახებს, რომლებისგანაც ისინი ყოველდღიურად დიდ მხარდაჭერას გრძნობენ.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს გაწეული მრავალწლიანი საქმიანობისთვის და წარმატება ვუსურვო ახლად დანიშნულ მინისტრს, ბატონ გელა გელაძეს რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში.
პატივცემულო პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს, ყოველთვის ამაყად და ღირსეულად გემსახუროთ და ყოველდღე ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებულიყავით სახლებში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხაშურის „მომავლის სახლს" ესტუმრნენ
08 ივლისი 2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხაშურის „მომავლის სახლს" ესტუმრნენ

მსგავსი

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია სამცხე-ჯავახეთის მხარეში გასვლით შეხვედრებს მართავს
08 ივლისი 2025

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია სამცხე-ჯავახეთის მხარეში გასვლით შეხვედრებს მართავს

შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
08 ივლისი 2025

შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გიორგი ჩაკვეტაძე რუსთავში საგამოცდო ცენტრს ესტუმრა
08 ივლისი 2025

გიორგი ჩაკვეტაძე რუსთავში საგამოცდო ცენტრს ესტუმრა

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის სტაჟირების პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა
07 ივლისი 2025

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის სტაჟირების პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R