შალვა პაპუაშვილმა საქართველოში უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
თავმჯდომარე 02 ივლისი 2025

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა ელჩის გამორჩეულად წარმატებული საქმიანობა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობები.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებს და წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებისთვის და წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.