საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი წარუდგინა

თავმჯდომარე 11 ივნისი 2025
შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი წარუდგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი წარუდგინა.

„საქართველოს პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილი დღეს გენერალურ აუდიტორად აირჩია. როგორც ყოფილი გენერალური პროკურორი, ის თქვენი სამსახურისთვის უცხო არ არის. აუდიტის სამსახურის მუშაობის შედეგი, რიგ შემთხვევებში შეიძლება აღმოჩნდეს პროკურატურის ინტერესის სფეროში. არაერთი საქმე ყოფილა, რომელიც თქვენი სამსახურის მიერ გამოვლენილა და შემდეგ უკვე პროკურატურიდან ყოფილა ამაზე რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახური იყოს არა მაკონტროლებელ-სადამსჯელო ორგანიზაცია, არამედ უპირველეს ყოვლისა, ინსტიტუცია, რომელიც რეკომენდაციებს აძლევს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას თუ როგორ შეიძლება სწორად და ეფექტიანად იყოს აწყობილი ხარჯვის სისტემები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


მისივე თქმით, გიორგი გაბიტაშვილის პროფესიული გამოცდილება აუდიტის სამსახურს წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარება.

„დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გაბიტაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. პარლამენტის და მთავრობის მოლოდინიც ეს არის, რომ სწრაფ რეჟიმში გვქონდეს შესაძლებლობა, თვალყური ვადევნოთ საჯარო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


მანვე მადლობა გადაუხადა ყოფილ გენერალურ აუდიტორს ცოტნე ყავლაშვილს და აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტისთვის განსაკუთრებული ღირებულება აქვს იმ დასკვნებს, რომელიც აუდიტის სამსახურიდან საკანონმდებლო ორგანოში იგზავნება.


„აუდიტის სამსახურის დასკვნები საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ, რამდენად კანონიერად იხარჯება საჯარო თანხები. ამ მხრივ, აუდიტის სამსახურის პროფესიონალ გუნდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ აუდიტის სამსახურის ყველა თანამშრომელს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით ირჩევს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხაშურის „მომავლის სახლს" ესტუმრნენ
08 ივლისი 2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხაშურის „მომავლის სახლს" ესტუმრნენ

მსგავსი

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია სამცხე-ჯავახეთის მხარეში გასვლით შეხვედრებს მართავს
08 ივლისი 2025

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია სამცხე-ჯავახეთის მხარეში გასვლით შეხვედრებს მართავს

შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
08 ივლისი 2025

შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გიორგი ჩაკვეტაძე რუსთავში საგამოცდო ცენტრს ესტუმრა
08 ივლისი 2025

გიორგი ჩაკვეტაძე რუსთავში საგამოცდო ცენტრს ესტუმრა

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის სტაჟირების პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა
07 ივლისი 2025

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის სტაჟირების პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R