საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • სასარგებლო ბმულები
  • კონტაქტი
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

პლენარული სხდომები 24 მაისი 2022
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებათა პროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.

პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ნინო იობაშვილის, გიორგი ამილახვარის, ალექსანდრე ტაბატაძის და ალუდა ღუდუშაურის საკანონმდებლო ინიციატივა დავით მათიკაშვილმა წარადგინა და კოლეგებს კანონპროექტების ძირითადი პრინციპები გააცნო.

შემოთავაზებული პროექტით, უნდა მოწესრიგდეს იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის საფუძვლებთან, იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე იარაღის გადაადგილების წესთან და პირობებთან, იარაღის დროებითი მოწმობის ფორმასა და გაცემის წესთან, შიდა ტრანზიტის მომსახურების ვადასა და საფასურთან, სააგენტოს მიერ გასაწევ ცალკეულ მომსახურებათა მიღების ვადასთან, დაჩქარებულ მომსახურებებთან და საფასურის განაკვეთებთან დაკავშირებული საკითხები.

გარდა ამისა, კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელი იქნება, განისაზღვროს მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის წინასწარ (მომსახურების გაწევამდე) გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების გარემოებები.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხისა და ამ სფეროში დანერგილი ტექნოლოგიების გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლისთვის უკეთესი გარემოს შექმნასა და მისი ინტერესების ჯეროვან დაკმაყოფილებას ემსახურება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში
24 ივნისი 2022

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში

მსგავსი

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა
24 ივნისი 2022

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაასრულა

შალვა პაპუაშვილი: „ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ - მართლაც, ჩვენ თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2022

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R