საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 09 დეკემბერი 2022
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირა

2022 წლის ქვეყნის ძირითად ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.

 

მომხსენებლის ინფორმაციით, 10 თვის მონაცემების საფუძველზე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იზრდება და ნაცვლად 8.5%-სა 10 %-ით განისაზღვრა. მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე სახელმწიფო უწყების დაფინანსება ჯამში 507 მლნ. ლარით იზრდება.

 

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს დამატებითი ფინანსური რესურსის განკარგვაზე ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ 330 მლნ. ლარით იზრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება, საიდანაც ბუნებრივი აირის მომარაგების მიზნით, 230 მლნ. ლარი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ სესხის სახით გადაეცემა. 95 მლნ. ლარით იზრდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებას დამატებით 70 მლნ. ლარი დაემატება. საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, დამატებით 2.4 მლნ. ლარი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყოფა, რომელიც საწვრთნელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.

 

მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფო უწყებების მხრიდან თანხების განკარგვის შესახებ დეტალურად ისაუბრა და კომიტეტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.

 

კომიტეტის წევრებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა
23 მარტი 2023

პაატა კვიჟინაძე: 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
23 მარტი 2023

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
23 მარტი 2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა
23 მარტი 2023

პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით
23 მარტი 2023

ზაზა ლომინაძე - ლატვიის ელჩთან ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R