საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

მედია და საზოგადოება 21 დეკემბერი 2021
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო შეაფასა და ამ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შალვა ლომიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.

საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, კომიტეტმა, დაზვერვის ხელმძღვანელს დახურულ ფორმატში მოუსმინა. ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, საკომიტეტო მოსმენა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მომხსენებელმა დეპუტატებს მათთვის საინტერესო თემებზე შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სხდომაზე განხილული საკითხი შეაფასა.

„კომიტეტმა დახურულ ფორმატში, ფართო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ, დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია მოისმინა. ინფორმაცია, მათ შორის, ეხებოდა სამხრეთ კავკასიას, უკრაინას და უკრაინის აღმოსავლეთით არსებულ მოვლენებს და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მთლიანად რეგიონში. ჩვენ საინტერესო და დეტალური ინფორმაცია მოვისმინეთ, სადაც აღინიშნა, რომ რუსული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო რეგიონში უსაფრთხოების გარემო მკვეთრად გაუარესებულია და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მოსალოდნელ გამოწვევებზე, მოვლენების შესაძლო განვითარების საფრთხეებზე და მათ შესაძლო გავლენებზე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე. ინფორმაცია, რაც მოვისმინეთ, იყო მაღალ დონეზე მომზადებული, ეს ადასტურებს დაზვერვის სამსახურის მაღალ პროფესიონალიზმს, ჩვენი ღირსეული მზვერავების, როგორც ოპერატიული თანამშრომლების, ასევე ანალიტიკოსების საქმიანობის ეფექტიანობას და კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლიერებას და მხარდაჭერას ვუდასტურებ თითოეულ მათგანს იმ უმნიშვნელოვანესი ამოცანის შესრულებაში, რასაც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება, პროგნოზირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის მიწოდება წარმოადგენს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R