საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირმა ინაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

16 ოქტომბერი 2019
ირმა ინაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ირმა ინაშვილი ბრიფინგზე ირაკლი კობახიძის საარჩევნო პროგნოზს გამოეხმაურა და საკუთარი პოლიტიკური გუნდის პოზიცია გაახმოვანა.

„ჩვენ მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, თითქოსდა 2020 წლის არჩევნებში 60% ექნება „ქართულ ოცნებას“, ჯამში 20% ექნება „ნაციონალურ მოძრაობის“ ორივე ჯგუფს და დანარჩენი 20%, მისი პროგნოზების მიხედვით გადანაწილდება სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. მე მინდა განვაცხადო ძალიან მკაფიოდ, რომ არავითარი 60% არ აქვს და არ ექნება „ქართულ ოცნებას“. არც ის 45% აქვს რაზეც კობახიძე წინა დღით საუბრობდა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ ამ განცხადებით ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ბოკერიას განცხადებას პოლიტიკური ამნისტიის თაობაზე. „პირდაპირ მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებასაც“, კობახიძესაც და სხვებსაც, რომ ეს „პროგნოზი“, რომელიც მათ გაუზიარეს საზოგადოებას, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და საზოგადოებაზე წინასწარ ზემოქმედების მოხდენის მცდელობა. ამიტომ, ვეუბნები „ქართულ ოცნებას“, თუ თქვენ გაბედავთ და 2020 წლის არჩევნებში დაიწერთ 60% და დაუწერთ 20%-ს სააკაშვილის და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს, ჩვენ, „საქართველოს პატრიოტები“ ქართველ ხალხთან ერთად, მოგიწყობთ თქვენ ნამდვილ რევოლუციას. ეს იქნება ნამდვილი პროტესტი და ნამდვილი რეაქცია ქართველი ხალხისა იმ შედეგებზე, რომელსაც წინასწარ ასაჯაროებს ბატონი კობახიძე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R