ირმა ინაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა
26 ნოემბერი 2018

ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციის საკითხების განხილვას დაეთმო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლუკას ბეგლინგერის შეხვედრა.
ირმა ინაშვილმა დიპლომატს საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის შეხვედრის გამართვის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კონფერენციის მსვლელობისას, საჯარო პანელებზე ქართველი, ევროპელი და რუსი ექსპერტები განიხილავენ, თუ რა გამოწვევები და შესაძლო შედეგებია მოსალოდნელი აღნიშნული თანამშრომლობით.
საქართველო-ნატო-რუსეთის სამმხრივი ფორმატის შეხვედრა ბრიუსელში 7 დეკემბერს გაიმართება.