საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 15 მაისი 2023
ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომლებიც ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.


პარლამენტის წევრების - მამუკა მდინარაძის, გივი მიქანაძის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტები დეპუტატებს გივი მიქანაძემ გააცნო.


„ჩვენ გთავაზობთ ცვლილებებს, რომლითაც პრეზიდენტის ის უფლებამოსილება, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული 52-ე და 53-ე მუხლებით, შენარჩუნებულია, ამიტომ, პრეზიდენტის წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი შერჩევით პროცესში, ცვლილებას გთავაზობთ იმ კონტექსტში, რომ უფრო გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ღია და გამჭვირვალე პროცესების საფუძველზე წარედგინოს ერთი კანდიდატურა, რომლის დამტკიცებისთვისაც აბსოლუტურად ვიზიარებთ არსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკას და სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 5 წლის ვადით მოხდეს ცესკოს თავმჯდომარის თუ წევრის არჩევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი არ მოხდება აღნიშნულის განხორციელება, პრეზიდენტს უნარჩუნდება უფლებამოსილება, დანარჩენი წევრობის კანდიდატებისგან შეარჩიოს მისი შეხედულებით ერთ-ერთი და წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.


ასევე, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი.


კანონის პროექტების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე.


პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.


უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნა.


ამავე პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება.


მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ვალდებულებას, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არსებობს ცესკოს წევრების, მაგრამ არ არსებობს თავმჯდომარის მიმართ.


ცვლილების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეც დაექვემდებარება შესაბამის სერტიფიცირებას.


​„დღეს, საშიშროება, რომ არჩევნების საბოტაჟი განხორციელდეს, იმ კანონმდებლობით, რაც გვაქვს, ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, სწორედ აუცილებლობაა ამ კანონმდებლობის მიღების. პასუხისმგებლობა კონსტიტუციის და მოქალაქეების წინაშე გააჩნია ხელისუფლებას, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერია და რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ და ორგანიზებულად ჩატარებას“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გივი მიქანაძე გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
21 მაისი 2025

გივი მიქანაძე გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

მსგავსი

გივი მიქანაძემ გაერო-ში შეხვედრა გამართა
21 მაისი 2025

გივი მიქანაძემ გაერო-ში შეხვედრა გამართა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილა
20 მაისი 2025

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ზოგადი და პროფესიული განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა
20 მაისი 2025

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ზოგადი და პროფესიული განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა

გიორგი გაბუნიამ საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ დახურვის ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
20 მაისი 2025

გიორგი გაბუნიამ საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ დახურვის ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R