საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

თარიღი
11 ოქტომბერი 2023 13:00

2023 წლის 11 ოქტომბერი, 13.00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)


დღის წესრიგი (პროექტი)


1. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/350; 04.09.2023) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;

2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (1-6961/23; 16.05.2023) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;

3. ა(ა)იპ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ბათუმის ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (1-7399/23; 24.05.2023) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;

4. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (1-11182/23;14.08.2023) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;

5. არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ტომარაძის, ნიკოლოზ კიკნაველიძის, ნიკოლოზ თურმანიძის, რამაზ ბექაურის, ნიკოლოზ ხომასურიძის, თემურ ლომიძის, მარიამ აბაშიძის, დავით ნოზაძის, გივი შანიძის შემადგენლობით) (1-12929/23; 03.10.2023) რეგისტრაციის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.