საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

118-ე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ავჭალა-გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა კობალაძემ მოინახულა

მაჟორიტარი დეპუტატები 21 ნოემბერი 2019
118-ე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ავჭალა-გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა კობალაძემ მოინახულა

გლდანში, 118-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც 1 335 090 ლარი დაიხარჯება. მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, პროექტი გარდამავალია და 2019-2020 წლებში, თითოეულ წელს გათვალისწინებულია 667 545 ლარი. 

სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ავჭალა-გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა კობალაძემ მოინახულა.

„განათლების ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია, ვინაიდან განათლებული, მოტივირებული თაობები ქვეყნის მომავლის ფუნდამენტს წარმოადგენენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახალგაზრდებს შევუქმნათ კეთილმოწყობილი სივრცე, სადაც კომფორტულ გარემოში შეეძლებათ დაეუფლონ ცოდნას,“ - განაცხადა კობა კობალაძემ.