საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

28 მაისს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს მოუსმენს

მედია და საზოგადოება 25 მაისი 2026
28 მაისს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს მოუსმენს

მიმდინარე სასესიო კვირაში პლენარული სხდომები 27-28 მაისს გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოთხშაბათს, 27 მაისს, პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. ასევე ოთხშაბათს, პარლამენტი ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშს მოისმენს. 

28 მაისს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს მოუსმენს.

პლენარული სხდომების დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე კვირაში 40-ზე მეტ საკითხს განიხილავს.  

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყება.


​პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს საორგანიზაციო საკითხებიც გააცნო.