
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კომიტეტის წევრებმა ანა ბუჩუკური აირჩიეს.
ანა ბუჩუკურის კანდიდატურა უფრაქციო დეპუტატებმა წარუდგინეს კომიტეტს.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასახელებულმა კანდიდატმა - ეკა ხერხეულიძემ უარი განაცხადა აღნიშნულ თანამდებობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ანა ბუჩუკურს აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მდიდარი გამოცდილება მთავრობის ადმინისტრაციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში მუშაობის განმავლობაში.