საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ალექსანდრე მოწერელია ჩეხეთის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 28 იანვარი 2021
ალექსანდრე მოწერელია ჩეხეთის ელჩს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მოწერელია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, განსაკუთრებით კი საპარლამენტო კავშირების განმტკიცებას დაეთმო.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასევე იმ პროექტებზე, რომლებსაც ჩეხეთი სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი პროექტებია. დიდია მათი წვლილი რუხის საავადმყოფოს აღჭურვაშიც. ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რაც ხელს შეგვიწყობს კიდევ უფრო მჭიდროდ გავაგრძელოთ თანამშრომლობა, მათ შორის, სოფლის მეურნეობის კუთხით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ჩვენს მწარმოებლებს ევროპული ბაზრის ათვისებაში. სტუმრის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ქართული აგროსამრეწველო პროდუქცია იხილონ ჩეხეთის ბაზარზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის სწრაფად შესვლას ევროპის ბაზარზე, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბაზარზე“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.