საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მის ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით

მედია და საზოგადოება 20 სექტემბერი 2022
ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მის ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით

​საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქმედებებს შეისწავლის.


 „იმედია, ოპოზიციურ ფლანგზე მოიძებნება მართლა ოპოზიციონერები, რომლებსაც მართლა სურთ პასუხი აგებინონ „ქართულ ოცნებას“ და ეროვნულ ბანკს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი გაღარიბდა მხოლოდ იმიტომ, რომ ბანკებს მიეღოთ რეკორდული მოგება,“ - ამის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების სუბსიდირებამ გამოიწვია ის, რომ გაუფასურდა ლარი და გაიზარდა ფასები.


„ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი უჭერს მხარს, ამ მომენტისთვის შეგროვებული მაქვს 39 ხელმოწერა, რაც სავსებით საკმარისია, რომ ეს ინიციატივა იყოს შეტანილი პარლამენტის დღის წესრიგში. კიდევ რამდენიმე დეპუტატი საპატიო მიზეზით არ იმყოფება პარლამენტში და მათი თანხმობაც მაქვს მიღებული, საბოლოოდ, სამი დეპუტატია ამ ინიციატივის წინააღმდეგი ოპოზიციის ფლანგზე. იმედია ოპოზიციურ ფლანგზე მოიძებნება მართლა ოპოზიციონერები, რომლებსაც მართლა სურთ პასუხი აგებინონ „ქართულ ოცნებას“ და ეროვნულ ბანკს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი გაღარიბდა მხოლოდ იმიტომ, რომ ბანკებს მიეღოთ რეკორდული მოგება“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა და მოუწოდა კოლეგებს მხარი დაუჭირონ, როცა ეს საკითხი კენჭისყრაზე გავა.