საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ალექსანდრე ტაბატაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 10 ივნისი 2026
ალექსანდრე ტაბატაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.


კომიტეტის თავმჯდომარემ ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისრაელთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.


„საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობები მრავალწლიან ისტორიულ მეგობრობას, საერთო ღირებულებებსა და ერებს შორის მჭიდრო კავშირებს ეყრდნობა, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების მყარ საფუძველს ქმნის. მზადყოფნა გამოვთქვით, ხელი შევუწყოთ არსებული კავშირების შემდგომ განვითარებას. ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც საქართველოსა და ისრაელის, ისე ფართო რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.