საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 04 ივნისი 2026
ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, კომიტეტის წევრებთან - ზვიად შალამბერიძესა და იოსებ ჯორბენაძესთან ერთად, იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მაურიციო გასპარის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იტალიის ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მნიშვნელოვან როლს, მის წვლილს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.

ალექსანდრე ტაბატაძემ იტალიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა იტალიის მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს და განსაკუთრებული ყურადღება საპარლამენტო ურთიერთობებისა და ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.