საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ანა ნაცვლიშვილი 7-8 მარტის აქციებზე დაჯარიმებული და დაკავებული დემონსტრანტების საქმეების ადვოკატებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 21 მარტი 2023
ანა ნაცვლიშვილი 7-8 მარტის აქციებზე დაჯარიმებული და დაკავებული დემონსტრანტების საქმეების ადვოკატებს შეხვდა

„კონსტიტუციური უფლების დაცვა პარლამენტის და დეპუტატების ვალდებულებაცაა“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მისი თქმით, დღეს პოლიტიკური ჯგუფის წევრები იმ ადვოკატებს შეხვდნენ, რომლებიც 7-8 მარტის აქციებზე დაჯარიმებული და დაკავებული დემონსტრანტების საქმეებზე მუშაობენ და მათ ინტერესებს იცავენ.

 

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვიქნებით ჩართული ამ პროცესებში იმიტომ, რომ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან მცდელობებს დასაჯონ ადამიანები კონსტიტუციური უფლების - შეკრების და მანიფესტაციის უფლების გამოყენებისთვის. ამიტომ, ჩვენი ყურადღება არ მოდუნდება და ყველა სხვა საკითხთან ერთად ამ თემებითაც ვიქნებით მაქსიმალურად დაკავებული უახლოესი კვირების განმავლობაში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.