საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ანა ნაცვლიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 12 დეკემბერი 2023
ანა ნაცვლიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.


​პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებთან საკანონმდებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე, სამართლის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტსა და სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე ისაუბრა.


ანა ნაცვლიშვილმა ყურადღება პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და დასაქმების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე გაამახვილა.


​ანა ნაცვლიშვილმა სტუდენტებს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებებზე „ლელოს“ მიერ მომზადებული ინიციატივები გააცნო და ინტერაქტიულ ფორმატში, აღნიშნულ თემებზე მათი მოსაზრებები მოისმინა.