საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

არჩილ თალაკვაძე უნგრეთის ევროკავშირის სამინისტროს საქმეთა კომისარს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 26 მარტი 2024
არჩილ თალაკვაძე უნგრეთის ევროკავშირის სამინისტროს საქმეთა კომისარს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე უნგრეთის ევროკავშირის სამინისტროს საქმეთა კომისარს ბოგლარკა ბალესტერ-ბოლიას შეხვდა.


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოზიტიური ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ასევე, სექტორული მიმართულებებით ორ ქვეყანას შორის არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე, როგორიცაა: ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და განათლება.


შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე, ამ გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე.


„ჩვენი ევროპელი პარტნიორები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს რეფორმებს და დიდი მხარდაჭერა გვაქვს იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გადაიდგას ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის. უნგრელმა კომისარმა შეხვედრაზე მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მისი თქმით, ყურადღება გაამახვილეს უახლოეს პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარის უნგრეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.


უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.


არჩილ თალაკვაძემ სტუმრებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაში არჩილ თალაკვაძესთან ერთად, უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი და მეგობრობის ჯგუფის წევრი მარიამ ლაშხი მონაწილეობდნენ.