საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ავთანდილ ენუქიძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 24 ოქტომბერი 2023
ავთანდილ ენუქიძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ ენუქიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ კუბერნატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.


ჩეხეთის ახალდანიშნული ელჩი დაინტერესდა საქართველოში არსებული ვითარებით და საპარლამენტო საქმიანობით.


მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ამ პროცესში ჩვენი ქვეყნისადმი ჩეხეთის მხარდაჭერაზე.