
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ბაია კვიციანმა სტუდენტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობა გააცნო.
შეხვედრაზე განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ახალგაზრდებს ასევე დაგეგმილი აქვთ შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“, - განაცხადა ბაია კვიციანმა.
ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.