პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეობა პარლამენტის წევრს, ბაია კვიციანს დაევალა.
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო პარლამენტში შექმნილია ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებისა და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობისათვის.