საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში \"სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში\" სოფელ საჩინოს, ქვედა აჭყვას, ზედა აჭყვას და ჩაისუბნის მოსახლეობას შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატები 18 მარტი 2019
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში \"სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში\" სოფელ საჩინოს, ქვედა აჭყვას, ზედა აჭყვას და ჩაისუბნის მოსახლეობას შეხვდა

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, გიორგი გოგიტიძესთან და ქობულეთის საკრებულოს წევრებთან ერთად "სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში", სოფელ საჩინოს, ქვედა აჭყვას, ზედა აჭყვას და ჩაისუბნის მოსახლეობას შეხვდა.

სოფელ ქვედა აჭყვაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მათთვის პრიორიტეტულ საკითხად სოფლის ცენტრში არსებული შენობის რეაბილიტაცია დაასახელა, ხოლო ზედა აჭყვაში, საჩინოსა და ჩაისუბანში პრიორიტეტულ საკითხად შიდა სასოფლო გზების ბეტონირება დასახელდა.