საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დავით მათიკაშვილი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 15 ივნისი 2026
დავით მათიკაშვილი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

დავით მათიკაშვილი მოსწავლეებს საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველობის ფორმაზე, მთავრობის ფორმირების პროცესზე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ფუნქციებზე, ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიასა და კონსტიტუციის დანიშნულებაზე ესაუბრა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მოსწავლეებს პარლამენტის ბიუროს უფლებამოსილებები, კომიტეტებისა და დროებითი კომისიების საქმიანობის საფუძვლები, კანონპროექტის განხილვის წესები, საპარლამენტო კონტროლის ძირითადი მექანიზმები და პარლამენტის როლი გააცნო საერთაშორისო ურთიერთობებში, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების ფორმატში.

დავით მათიკაშვილმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.

პარლამენტში სტუმრობის ფარგლებში, ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.