საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დავით ონოფრიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომას დაესწრო

მედია და საზოგადოება 12 თებერვალი 2014
დავით ონოფრიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომას დაესწრო

დღეს, ქალაქ ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციიდან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი დაესწრო.
ევროპარლამენტის წევრმა, ედით ჰერცოგმა კომიტეტის წევრებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ენერგო ეფექტურობის და განახლებადი წყაროების სფეროში თანამშრომლობის გამოწვევები, პოტენციალი და ახალი ჩართულობა" მოხსენების პროექტი წარუდგინა.
კომიტეტის სხდომაზე ევროკომისიის ენერგეტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილის, ფაბრიციო ბარბასოს, რიგის 2015 წლის სამიტამდე აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს.
2030 წლამდე ევროპაში განახლებადი ენერგიის განვითარების საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა გაიმართა ევროპის ქარის ენერგიის ასოციაციის რეგულირების საკითხების მრჩეველთან, პიერ ტარდიუსთან და ევროპის მზის ენერგიის ინდუსტრიის ასოციაციის პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელთან, ფრაუკე ტიესთან.