
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სერგეენკო 2 წლის ვადით ერთხმად აირჩიეს PABSEC-ის ვიცეპრეზიდენტად.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 57-ე სესია ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
პლენარული სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „პარლამენტის როლი ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“.
დავით სერგეენკომ გენერალური ასამბლეის დელეგატებს საქართველოდან ონლაინ პლატფორმის საშუალებით სიტყვით მიმართა და ჩვენს ქვეყანაში ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო წლებში ზემოაღნიშნულ გამოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იქნა გადადგმული.
აღნიშნულს საკითხზე ასამბლეამ მიიღო შესაბამისი მოხსენებები და რეკომენდაციები.