საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დავით სონღულაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 14 Nov 2023
დავით სონღულაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს ჯონ პენელს, სააგენტოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორს მიშელ კოსიელსკის და კერძო სექტორის განვითარების უფროს მრჩეველს დავით წიკლაურს შეხვდა.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების თაობაზე. ასევე მიმოიხილეს ის მიმართულებები, სადაც მომავალში სააგენტოს ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.


კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტაბილურობისთვის ენერგო-დამოუკიდებლობის როლზე, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გამართულ მუშაობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე ღვინის ტურიზმის განვითარების დადებით გავლენაზე.


დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა აშშ-ს ხელისუფლების და ამერიკელი პარტნიორების დადებით როლს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღების პროცესში.