საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დავით სონღულაშვილი და ხატია წილოსანი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 24 თებერვალი 2023
დავით სონღულაშვილი და ხატია წილოსანი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს შეხვდნენ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.


საუბარი ენერგეტიკული ბაზრის განვითარებასა და საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას შეეხო.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავიზღვისქვეშა საკაბელო პროექტის მნიშვნელობასა და მისი განხორციელების პერსპექტივაზე. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ე.წ.განცალკევების („Unbundling“) პროცესის განხორციელებასა და გადამცემი სისტემის ოპერატორის (TSO) სერტიფიცირებაზე.


შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ახალი დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები.


სტუმარმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანება მზადაა ითანამშრომლოს და დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში რეფორმების განხორციელებაში.